logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას - ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან
- +

19 ოქტომბერი. 2022. 02:02

 

 

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ჩარევის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ჩარევის მიმართ მოწყვლადები არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს. ეს ასევე ეხება შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებსა და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, რაც განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკის თავდასხმის ფონზე, ხაზს უსვამს საქართველოსნაირ ქვეყანასთან უფრო აქტიურად მუშაობის მნიშვნელობას. ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი საკითხის გადაჭრას, როგორიცაა კორუფციის საკითხი და უსაფრთხოების ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება NATO-ს მოკავშირეებისგან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner