logo_geo
eng_logo
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს
- +

30 ოქტომბერი. 2022. 14:10

 

 

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას.

 

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

 

„რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო მარცვლეულისა და სასუქების მთავარ საექსპორტო მარშრუტს. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას“, - წერს ბორელი.

 

რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი, შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

 

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტერაქტები“ უწოდა და მათი განხორციელება „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ უკრაინელებს დააბრალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner