logo_geo
eng_logo
სალივანი: რაც არ უნდა თქვას რუსეთმა მოლაპარაკებებზე, ფაქტია, რომ იგი მშვიდობის სასარგებლოდ არ მოქმედებს
- +

5 ნოემბერი. 2022. 01:09

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს არ ჰგავს.

 

მისივე თქმით, რუსეთმა ომი უკრაინაზე თავდასხმის შეწყვეტით უნდა დაასრულოს.

 

„რაც არ უნდა თქვას რუსეთმა მოლაპარაკებებზე, ფაქტია, რომ იგი მშვიდობის სასარგებლოდ არ მოქმედებს. რუსეთის ყველა წინადადება იწყება იმით, რომ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინაში ძალით მიტაცებულ ტერიტორიებს.  ეს მიუღებელია გაეროს წესდების მიხედვით, რომელიც არ იძლევა სხვა ქვეყნების ტერიტორიების ძალით მიტაცების უფლებას, იგი არ უშვებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.

 

ეს ომი შეიძლება დასრულდეს ძალიან მარტივად: რუსეთმა გადაწყვიტა მისი დაწყება, მას შეუძლია გადაწყვიტოს მისი დასრულება უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებით, უკრაინის ოკუპაციის შეჩერებით. ეს არის ზუსტად ის, რაც მან უნდა გააკეთოს“, - განაცხადა სალივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner