logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: მივმართავ ნარმანიასაც და დღევანდელ ხელისუფლებას, ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს!
- +

27 აგვისტო. 2016. 16:38



„ახლა მომისმინეთ ყველამ! გამოვა ვიღაც ნატა შმატა და მიასხამს ტალახს, მერია არჩეული და პატივი ვცეთ", - ეს განცხადება გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში გააკეთა, სადაც  გადაცემა „პრიორიტეტებში" სტუმრები თბილისის მერიაში არსებულ ვითარებაზე, დავით ნარმანიას მუშაობასა და ხეების გაჩეხის ფაქტზე მსჯელობდნენ. კორკოტაშვილი „პარტიზანი მებაღეების" წევრის ნატა ფერაძის დავით ნარმანიასადმი გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.


 

„ახლა მომისმინეთ ყველამ! გამოვა ვიღაც ნატა შმატა და მიასხამს ტალახს, მერია არჩეული და პატივი ვცეთ იმას. სად იყო ნატა, ნახევარი პლეხანოვი რომ გადამიჭრეს? სად იყო ნატა, ლაღიძის წინ ჭადარი რომ მომიჭრეს? მაგის ქალაქელობა მე არსად მინახავს. ნატა რომ გამოდის და ახლა თითებს რომ მიპარჭყავს და დეგენერატებს რომ გვიწოდებს, უკვე ეტყობა, ვინ არის და რა არის ეგ ქალბატონი. მივმართავ ნარმანიასაც და  დღევანდელ ხელისუფლებას, ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს,  ნუ აძლევთ ვიღაც ვიგინდარებს იმის საშუალებას, რომ წამოიპლაკონ და ვითომ დემოკრატიულად შიმშილი დაიწყონ. სად იყვნენ ეგენი საერთოდ, დემოკრატიაზე ლაპარაკი რომ იყო?!" - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner