logo_geo
eng_logo
ყვითელ ავტობუსებს გერმანული ავტობუსები ჩაანაცვლებს
- +

28 აგვისტო. 2016. 22:00



შემოდგომიდან თბილისს კომპანია MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.


როგორც GBC-ის ტენდერში ჩართულმა წყარომ განუცხადა, სწორედ გერმანული კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად.


თავად "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში" (EBRD)  გამარჯვებულს არ ასახელებენ, ამბობენ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმებას ელიან.


MAN-ს მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდა.


MAN-ის ავტობუსები სრულად CNG საწვავზე იმუშავებს, ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.


აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოიყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.


აღსანიშნავია, რომ ტენდერში თავდაპირველად 7 კომპანიამ წარადგინა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე 3 შეირჩა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერის მოადგილემ  მედიას განუცხადა, რომ დასრულებულია შეფასებები და შედეგები ევრობანკს წარედგინა.


„ველოდებით დასტურს ბანკისგან, რომ შეფასებების შედეგები გამოქვეყნდეს, -  განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ, აღნიშნა, რომ შესყიდვის პროცედურა სრულად EBRD-ის წესებით მიმდინარეობს.



წყარო: bfm.ge


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner