logo_geo
eng_logo
პელეს ცხედარი საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე ფოიერვერკების თანხლებით გადაასვენეს
- +

2 იანვარი. 2023. 14:58

 

 

 

ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ცხედარი კლინიკიდან მისი კლუბის, „სანტოსის“ სტადიონზე გადაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამგლოვიარო პროცესიის დროს ხალხი მის სასახლეს ფოიერვერკებით შეხვდა.

 

ფეხბურთელის სამოქალაქო პანაშვიდები სანტოსის საფეხბურთო კლუბში გაიმართება, სადაც ის სტადიონის ცენტში იქნება დასვენებული და ხალხს მის მიმართ პატივისცემის გამოხატვის საშუალება მიეცემა.

 

ლეგენადარული ფეხბურთელი 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი - 1958, 1962 და 1970 წლებში.

 

FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner