ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ჯანლუკა ვიალი 58 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ვიალი სიმსივნეს ებრძოდა. გასული წლის დეკემბერში მან იტალიის ნაკრების სამწვრნთელო შტაბში თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ახლა მთელ დროს მკურნალობას დაუთმობდა.
იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ვიალიმ 59 მატჩი ჩაატარა, 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.