Eurosport-მა „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. გამოცემა ფეხბურთელებს ათქულიანი სისტემით აფასებს - კვარაცხელიამ, ისივე როგორც მისმა ნიგერიელმა თანაგუნდელმა, ვიქტორ ოსიმჰენმა, 9-ქულიანი შეფასება მიიღეს.
„ვიქტორ ოსიმჰენი მასთან ახლოს იყო, თუმცა კვარაცხელია მოედანზე ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო და „იუვენტუსის“ დაცვას დაუსრულებელი პრობლემები შეუქმნა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აგრძელებს შესანიშნავ სადებიუტო სეზონს სერია A-ში. მან თავისი მე-7 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ის მხოლოდ 21 წლისაა, გააქვს გოლები და აქვს პასების შესანიშნავი დიაპაზონი, ხოლო ის სისწრაფე, რომლითაც ის მოედნის მარცხენა ფლანგიდან უტევს, მის შეჩერებას თითქმის შეუძლებელს ხდის. „იუვენტუსის“ ცენტრალური მცველების სამეულს მომდევნო კვირების განმავლობაში მის შესახებ კოშმარები დაესიზმრება“, - წერს Eurosport.