logo_geo
eng_logo
კორეის რესპუბლიკაში „ბორჯომის“ იმპორტი განხორციელდება
- +

29 აგვისტო. 2016. 16:46



კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ქართული მინერალური წყლების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული არაერთი ღონისძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა კორეის რესპუბლიკაში ბორჯომის" იმპორტის განხორციელება. 2016 წლის მარტში IDS Borjomi Georgia-სა და კორეულ სავაჭრო კომპანიაANK Service Co"- შორის გაფორმდა. შეთანხმება კორეის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხსენებული კომპანიისათვის ქართული მინერალური წყლის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. 2016 წლის ივნისში კორეაში იმპორტირებულ იქნა „ბორჯომის" პირველი პარტია. პროდუქცია წარმოდგენილია 0.5 ლ შუშის ბოთლებით, რომელთა სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარი იქნება. გარდა ამისა, პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კომპანია „ANK Service Co" მოლაპარაკებებს აწარმოებს ასევე რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელთან. 
მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, კომპანია „ANK Service Co"- დირექტორთა საბჭოს წევრმა, ბ-ნმა ჩინმა, საელჩოს მიაწოდა ინფორმაცია კორეაში ბორჯომის" შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით 2016 წლის სექტემბრის ბოლოს მომზადდება საინფორმაციო ბროშურები კორეულ და ინგლისურ ენებზე. 
შეხვედრის დასასრულს, -ნმა ჩინმა მადლობა გადაუხადა საელჩოს გაწეული საქმიანობისათვის და გამოხატა სურვილი „ბორჯომის" დისტრიბუციისა და რეალიზაციის პროცესში საელჩოსთან თანამშრომლობის შესახებ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner