logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრემიერის პრინციპულობა იძლევა ერთგვარ გარანტიას, რომ სურსათის ფასები იმგვარად დარეგულირდება, რომ ერთი მხრივ მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის ინტერესი, მეორე მხრივ არ დაზარალდეს ბიზნესი
- +

6 თებერვალი. 2023. 18:43

 

 

„მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მის მთავარ საზრუნავს ადამიანის და სახელმწიფოს კეთილდღეობა წარმოადგენს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, სასიცოცხლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც არა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, არამედ თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს შეეხო. მათ შორის: მოხდა მედიკამენტების ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება, ნავთობი გაიაფება, გამყარდა ეროვნული ვალუტა, მილიონობით ადამიანს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდა და ა.შ.

 

დღეს პრემიერი სურსათის მაღალ ფასებს შეეხო და კონკრეტული დავალება გასცა, მან მინისტრებს დაავალა რომ: „მოახდინეთ გაზრდილ ფასებზე რეაგირება - 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი გამოსავლის გზებით“. როგორც პრემიერმა განაცხადა, მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისას თითქმის 100%-იანი ფასნამატის გადახდა უწევს, რაც დაუშვებელია. აღნიშნულში ქართველი ბიზნესმენის განუვითარებლობა და სოციალური პასუხისმგებლობის არ არსებობა იკვეთება. ფაქტია, ქართველმა ბიზნესმენებმა არა ბიზნესის კეთება, არამედ ხალხის გატყავება იციან. პრემიერის განვლილი გზა და მისი პრინციპულობა იძლევა ერთგვარ გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში სურსათის ფასები იმგვარად დარეგულირდება, რომ ერთი მხრივ მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის ინტერესი, მეორე მხრივ არ დაზარალდეს ბიზნესი, რომელიც საქმიანობა გონივრული მოგების მარჟით განაგრძოს“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner