logo_geo
eng_logo
საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობა 10 მედლით დაასრულა
- +

8 თებერვალი. 2023. 21:28

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ორ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. თურქეთის ღია ჩემპიონატსა და ,,პრეზიდენტის თასზე'' მონაწილეობა შვიდმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ქართველთა ანგარიშზე ექვსი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორ-ორი ოქროს მედლის მოპოვება გოგა ხახალაშვილმა და გელა ზარქუამ შეძლეს; ოქროსა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა გიორგი ხიზანიშვილმა; ერთი ოქროს მედალი მოიპოვა სანდრო მეგრელიშვილმა; გიორგი ნიკოლაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ლია ჩაჩიბაიამ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ანტალიაში გამართულ ორივე შეჯიბრებაზე 2024 წლის პარაოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner