logo_geo
eng_logo
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სამი პრეტენდენტი დაასახელა
- +

11 თებერვალი. 2023. 01:20

 

 

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, The Best-ის სამი პრეტენდენტი დაასახელა.

 

საუკეთესო სამეულში არგენტინის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდი ლიონელ მესი, მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდი კარიმ ბენზემა და მისი თანამემამულე, პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე.

 

აღსანიშნავია, რომ მესიმ გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, კარიმ ბენზემას კი მუნდიალი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა საკლუბო დონეზე მან „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner