logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი BBC-ის სტატიაზე: ამ საკითხზე იგივე პოზიციით ირაკლი კობახიძე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეთ და რა ხდება BBC-ის შემთხვევაში, BBC-იც რუსეთის პოზიციებს იცავს?
- +

13 თებერვალი. 2023. 21:53

"რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ - სტატიას ამის შესახებ დასავლური გამოცემა არც მეტი, არც ნაკლები BBC ავრცელებს. გამოცემა იუწყება რომ რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ბახმუტზე თავდასხმა, მძიმე მდგომარეობაა, "- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბრიტანული გამოცემის სტატიაში საუბარია იმაზე, რომ უკრაინული მხარე შეზღუდული რესურსებით იბრძივს და საჭიროებს როგორც ჯავშანტრანსპორტებს, ისე სხვა სახის საბრძოლო აღჭურვილობას. ასევე, თამთა მეგრელიშვილი კითხვით მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენლებს - ექნებათ თუ არა მათ „ბიბისის“ აღნიშნულ სტატიაზეც იგივე რეაქცია, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ მსგავსი შინაარსის განცხადებაზე ჰქონდათ.

რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ - სტატიას ამის შესახებ დასავლური გამოცემა არც მეტი, არც ნაკლები BBC ავრცელებს.
გამოცემა იუწყება რომ რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ბახმუტზე თავდასხმა, მძიმე მდგომარეობაა...
უკრაინულ მხარეს აქვთ ყველანაირი იარაღის დანაკლისი, განსაკუთრებით, კი საარტილერიო ჭურვების.
მათ ასევე სჭირდებათ ჯავშანტრანსპორტიორები და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობა.
უკრაინული მხარე იბრძვის შეზღუდული რესურსებით.
მინაწერი: ოპოზიციურ სპექტრთან მაქვს კითხვა- ამ საკითხზე იგივე პოზიციით, ბატონი ირაკლი კობახიძე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეთ (რუსეთუმე უწოდეთ) და რა ხდება BBC ის შემთხვევაში?
BBC იც რუსეთის პოზიციებს იცავს?
იქნებ ეს ის სამწუხარო რეალობაა რომლის დანახვაცა და შეფასებაც ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე უნდა შეძლოთ და მკვეთრად გამოხატული, თქვენი როგორც ოპოზიციური პარტიის ბრენდად ქცეული სიტყვა - რუსეთუმე უბრალოდ უნდა დაივიწყოთ რამეთუ ის პოლიტიკურ შინაარს მოკლებულია.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner