logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ჩინეთსა და რუსეთს შორის კავშირმა მსოფლიო ომი შეიძლება გამოიწვიოს
- +

21 თებერვალი. 2023. 00:37

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის კავშირმა მსოფლიო ომი შეიძლება გამოიწვიოს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთის საკითხი უკიდურესად რთულია, თუმცა მას პეკინისგან უკრაინის მხარდაჭერა სურს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა მხარი არ დაუჭიროს რუსეთს ამ ომში. ფაქტობრივად, ვისურვებდი, რომ ის ჩვენს მხარეზე იყოს. თუმცა, ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჩინეთმა პრაგმატულად შეაფასოს ის, რაც ხდება. იმიტომ რომ, თუ ჩინეთი რუსეთთან ალიანსში შევა, მსოფლიო ომი დაიწყება. ვფიქრობ, ჩინეთმა ეს იცის“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ჯერ ვერ ხედავს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას ჩინეთის მხრიდან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner