ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ელეგიუს პავლავიჩიუსმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი კიდევ ორი წლის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის ომის გასაგრძელებლად.
„რესურსები, რაც ამ მომენტში რუსეთს აქვს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ომი ამჟამინდელი ინტენსივობით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.
„რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ომის წარმოებას, ასევე დამოკიდებული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა“, - დასძინა მან.