უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის შენარჩუნების აქტუალობა მხოლოდ იზრდება.
„ქალაქის თავდაცვის ყოველი დღე საშუალებას გვაძლევს დრო მოვიგოთ რეზერვების მოსამზადებლად და მოვემზადოთ მომავალი შეტევითი ოპერაციებისთვის. ამავდროულად, ამ ბრძოლებში მტერი კარგავს თავისი ჯარის ყველაზე მომზადებულ ნაწილს - „ვაგნერის“ რაზმებს“, - აღნიშნა ალექსანდრე სირსკიმ.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბახმუტის ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენი დაჯგუფების თავდაცვის სისტემაში. მტრის ათასობით ჯარისკაცი, რომლებიც დაიღუპნენ ქალაქის შტურმის დროს, ამის ნათელი დადასტურებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.