logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამაზრზენია ის, რომ ეს პოლიტიკანები, რომლებიც ორი დღე კოღოებივით გაიბზუილებდნენ და შემდეგ თავიანთ ბუნაგებში მიიმალებოდნენ, ელოდებოდნენ როდის ჩაიგდებდნენ ხელში სადავეებს და ეს დროც დაუდგათ
- +

10 მარტი. 2023. 00:44

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პარლამენტთან მიმდინარე აქციას აფასებს.

მისი განცხადებით, დღეს უკვე აქციის სადავეები ხელში რადიკალ პოლიტიკოსებს აქვთ, მათ მოთხოვნებს კი არაფერი აქვს საერთო იმასთან, რისთვისაც ორი დღის მანძილზე მრავალრიცხოვანი აქციები იმართებოდა.

ამას ელოდნენ. ელოდნენ, რომ ხელისუფლება არ წავიდოდა რადიკალურ ზომებზე და აქციაში მონაწილე ახალგაზრდების არამც თუ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიდგომოდა. არა აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდებმა იცოდნენ რაიმე იმის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ წარმართავდნენ თავიანთ ენერგიას არ დავმალავ და მეც ვყოფილვარ აქციაზე მოტყუებულიც და ვყოფილვარ ადრენალინის გამოსაშვებადაც. ეს არ არის არც სირცხვილი და არც დანაშაული. ამაზრზენია ის, რომ ეს პოლიტიკანები, რომლებიც ორი დღე კოღოებივით გაიბზუილებდნენ და შემდეგ თავიანთ ბუნაგებში მიიმალებოდნენ, ელოდებოდნენ როდის ჩაიგდებდნენ ხელში სადავეებს და ეს დროც დაუდგათ.

დღევანდელი შეკრება გასცდა იმ მოთხოვნებს, რისთვისაც გუშინ და გუშინწინ უამრავი ხალხი მივიდა. და დღეს პოლიტიკანებმა ჩათვალეს, რომ ბურთი და მოედანი მათ დარჩათ. მივიდნენ და როგორც დაჩამიჩებული მოდელები თავისუფალ პოდიუმზე და ცდილობენ მნახველების შეკრებას. არაფერი გამოვა. არაფერი, რადგანაც იმ ხალხმა ვინც დღეს პარლამენტის წინ არის მისული, კარგად იცის მათი მოღალატეობრივი სული, კარგად იცის მათი პროვოკატორობა და იცის ის ნამდვილი მიზანი, რაც მათ ამოძრავებს. ფრთხილად, ფრთხილად და ეს პოლიტიკანები ნუ იბრალებენ გამარჯვებას. ის რაც მოხდა არც ხაბეს, არა ვაშაძეს, არც თამრიკო ჭოხონელიძეს, სამნიძეს, ან ე.წ. არასამთავრობოებს არ გაუკეთებიათ. ნუ ეტენებით და ნუ სპეკულიანტობთ,“ - წერს გია გაბრიჭიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner