ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ.
„თუ არის ნება, არის გზაც - ადვილი არ იყო, მაგრამ მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი“, - აღნიშნა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.