სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება და იგი დაეფუძნება უმაღლეს დონეზე მიღებულ ერთობლივ ოფიციალურ განცხადებებს. ახალი ესკალაცია არ იქნება! საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნარატივს“, - დაწერა სომხეთის პრემიერმა Twitter-ზე.