უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკაში საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს სარაკეტო შეტევა.
„რუსები აგრძელებენ ავდეევკას დაბომბვას. მათ სარაკეტო ავიადარტყმა განახორციელეს ორ მრავალსართულიან კორპუსზე. წინასწარ ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, - წერს ერმაკი TELEGRAM-ზე და თან ფოტოებს ავრცელებს შემთხვევის ადგილიდან.