logo_geo
eng_logo
თანამედროვე მეტროსადგურით შშმ პირებიც ისარგებლებენ
- +

1 სექტემბერი. 2016. 15:48

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროს სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის. როგორც საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი  დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე businesspressnews-თან აცხადებს, სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ესკალატორები ესპანეთიდან ოქტომბერში ჩამოვა.  მეტროს მშენებლობის პროცესს ხელმძღვანელობს იტალიურ-ესპანური  კომპანია ASSIGNIA COBRA"   და საერთაშორისო  სამეთვალყურეო კომპანია EuroStudio".

ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს მეტროსადგური დანარჩენებისგან განსხვავებული იქნება.

„სანდრო ეულის ქუჩის მეტროს სადგური  თანამედროვე სტილის იქნება და ექნება ოთხი შესასვლელი. მეტროსადგურით სარგებლობა  შშმ პირებსაც შეეძლებათ", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ აქვე დაამატა, რომ სამშენებლო სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს და სათანადო დროში მოხდება მისი დასრულება.


კონტრაქტის მიხედვით, მშენებლობა 2017 წლის მაისის თვეში უნდა დასრულდეს. მერტოსადგურის მშენებლობა  2015 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 83 მლნ ლარს შეადგენს.  პროექტი დაფინანსდა  მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner