logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: საქართველო უბრუნდება ისტორიულ ოჯახს!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

10 მარტი. 2016. 17:15



საქართველო რამდენიმე თვეში დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ ოჯახს, დიახ ჩვენ მუდამ ვიყავით ვართ და ვინებით ევროპული ცივილიზაციის და  ევროპული ოჯახის წევრი სახელწიფო. ეს ყველაფერი კი დოკუმენტურად რამდენიმე თვეში გაფორმდება", - ამ განცხადებას „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი „რეპორტიორთან" ინტერვიუში აკეთებს:

 

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, ევროკომიასამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება შესაბამის რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ,რომელიც შეიცავს საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გახლავთ აღიარება ქართული სახელწიფოს განვითარებისა. ეს  ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ზედმიწევნით შეასრულა და გაატარა, ყველა ის რეფორმა რასაც ევროკავშირი ავალდებულებდა. ეს ფაქტი ხაზგასმაა იმისა, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეცვლილა და ის კვლავ ევროპაზე გადის. დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაეებისთვის შესაძლებელი იქნება თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

 

უვიზო რეჟიმი არ იმოქმედებს მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, სხვა ქვეყნებში კი 180 დღიან პერიოდი 90 დღე უვიზოდ ყოფნა იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, განათლებაზე სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ.  ეს გახლავთ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება და განვითარებისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი", - აცხადებს ჩიქოვანი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner