logo_geo
eng_logo
სპარტაკ ქობულია: დღეს პრესის თავისუფლების დღეა, გილოცავთ, ქართველო და უცხოელო კოლეგებო!
- +

3 მაისი. 2023. 19:00

 

 

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორი სპარტაკ ქობულია კოლეგებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს.  

 

„დღეს პრესის თავისუფლების დღეა, გილოცავთ, ქართველო და უცხოელო კოლეგებო!

 

გისურვებთ, გვქონოდეს ისეთი ბობოქარი ცხოვრება, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა აღარ გაგვძნელებოდეს!

 

როცა ქვემეხები დუმან, სიტყვები არაფრის მაქნისია...

 

საქართველოში ამერიკის საელჩოდან და სხვა უცხოელი აგანტებისგან გამოსროლილი ცრუ, უგვანი, უზნეო ტყვიები არასდროს მოგვაკლდება...

 

ნახეთ ამერიკის საელჩოს დღევანდელი ყალბი „მოლოცვა“ და დარწმუნდებით, რომ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში თავისუფალ პრესას სასტიკად დევნიან, ავიწროებენ და აპატიმრებენ!-ისევ სიტყვითმკვლელ „პროკურორს“ და ერის სირცხვილს, ნიკა გვარამიას მისტირიან ეს მსოფლიოს „თვითმარქვია პატრონები“, მხოლოდ მოსყიდული ოპოზიციის მონაჩმახს იჯერებენ და მილიონობით ქართველის აზრს აბუჩად იგდებენ...

 

მაგ სიმართლით იარეთ, აგენტო ამერიკელებო!..

 

ღმერთო, იხსენი ობოლი საქართველო!“ - აცხადებს სპარტაკ ქობულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner