logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება - შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში
- +

6 მაისი. 2023. 20:39

 


მე მიკვირს ის, რომ საქართველოში არიან ადამიანები, ისეთი აზრები მოსდით, რომ ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ღმერთზე, შენს სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, რომ ეს იყოს არა მარტო შენში, არამედ შენს ხალხში, ასევე თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, ეს ყოფილა რუსეთუმეობა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ე.ი. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილდოებული და ეს ღირსებები მსოფლიოში არ არის? ქართველ კაცს არ აქვს მამული, ენა, სარწმუნოება ჩვენთვის უპირველესი არ არსი?

ჩვენთან რევოლუციების ესკორტები ასე ვერ მოხდება. შეხედონ, ძალიან დიდი ძალაა ხალხთან, დიდი ძალაა ეკლესიაში. ჩვენ გაჩერებული კი ვართ, რაღაც პროცესებში სპეციალურად არ ვერევით რაღაც რომ არ დავაზიანოთ, თორემ საკმაოდ შეგვიძლია იმ რაღაცა, აი, სულ რამდენი იქნებიან? გამოვლენ და ხმამაღლა იტყვიან, რომ კაცი კაცი არ უნდა იყოს დაქალი ქალი არ უნდა იყოს, ბავშვებმა სქესი გადაიკეთონ? რას ჰქვია?! სადაური წესია, შენ მოგწონს? შენ ქვეყანაში მიიღე ის კანონი, გქონდეს და მე თავი დამანებე. 3 000 წელი შენთვის არ მიკითხავს, როგორ უნდა მეცხოვრა და არც ახლა გკითხავ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner