logo_geo
eng_logo
დავით წითლიძე: მევენახე ფერმერები სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ
- +

6 მაისი. 2023. 21:48

 

სოფლის განვითარების სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელიც ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერადაამიმართული. მათ შორის არის სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აგრარულ სექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, ფერმერების შემოსავლების სტაბილურობასა და ა.შ., - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით წითლიძის თქმით, მევენახე ფერმერები სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის სიახლე, რომელიც ითვალისწინებს მევენახე ფერმერების მხარდაჭერას, ვგულისხმობ სახელმწიფო თანადაფინანსების პროცენტის ზრდას 50%-დან 70%-მდე. 2022 წლამდე სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული იყო ყველა კულტურაზე მოსავლის დაზღვევა და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება 70%-ით, გარდა ვაზისა. ვაზის შემთხვევაში ეს იყო 50%. ამ გადაწყვეტილებით ვაზის შემთხვევაში სახელმწიფოს თანადაფინანსების მაჩვენებელი გათანაბრდა სხვა კულტურებთან და მოხდება 70%-ით თანადაფინანსება. ეს ძალიან კარგი სტიმული იქნება მევენახე ფერმერებისთვის, რომ მოსავალი დააზღვიონ“, - აღნიშნა დავით წითლიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner