logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამინისტროს და ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობას, ვინც ესოდენ საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს
- +

12 მაისი. 2023. 12:53

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას სტუმრობდა.

 

„დღეს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ვესტუმრეთ. საინტერესო მსჯელობა გვქონდა თავდაცვის კოდექსის პროექტზე. ბევრი რამ გაიგეს თანამედროვე ქართული ჯარის წვრთნის, შეიარაღების და სოციალური პროგრამების შესახებ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამინისტროს და ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობას, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ყველას ვინც ესოდენ საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს“, - წერს დეპუტატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner