logo_geo
eng_logo
სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შენდება
- +

12 მაისი. 2023. 12:45

 

 

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. 15-ჯგუფიანი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის.

 

მშენებარე ობიექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელ განათლებაზე სრულად ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას ჩვენ სერვისებზე და 500-მდე პატარას საშუალება ექნება, განათლება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

 

მისივე თქმით, ამჟამად, თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო ორი ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობიექტების ნაწილი წლის ბოლომდე გაიხსნება.

 

ახალი ბაღების ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლიდანაც.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner