სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის თბილისში მზადებას 11 ივნისიდან სრული შემადგენლობით გააგრძელებს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„ჯვაროსნების“ საწვრთნელ პროცესში ორი დღის განმავლობაში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდა, რომელიც საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
ამის შედეგად, ჩვენი ნაკრები კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
მატჩების განრიგი:
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო
ეროვნული გუნდის ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქარველოს რადიო (FM 102,3).