logo_geo
eng_logo
ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი კაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ 23 ტურნირი მოიგო
- +

11 ივნისი. 2023. 21:58

 

 

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფინალში მან ნორვეგიელი კასპერ რუუდი ანგარიშით 7:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. ამგვარად, ჯოკოვიჩმა კაც ჩოგბურთელთა შორის რეკორდი დაამყარა - ის პირველი გახდა, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირები 23-ჯერ მოიგო.

 

ამასთან, 36 წლის ჯოკოვიჩი ისტორიაში პირველი კაცი გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ ყველა ტურნირი სულ მცირე სამჯერ აქვს მოგებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner