სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლან გაროსის“ გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფინალში მან ნორვეგიელი კასპერ რუუდი ანგარიშით 7:6, 6:3, 7:5 დაამარცხა. ამგვარად, ჯოკოვიჩმა კაც ჩოგბურთელთა შორის რეკორდი დაამყარა - ის პირველი გახდა, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირები 23-ჯერ მოიგო.
ამასთან, 36 წლის ჯოკოვიჩი ისტორიაში პირველი კაცი გახდა, რომელმაც „დიდი სლემის“ ყველა ტურნირი სულ მცირე სამჯერ აქვს მოგებული.