ავტორი სოფო ხუგოიანი
უნდა განისაზღვროს თუ არა კონსტიტუციით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?! ეს თემა აქტიურად განიხილება საზოგადოებაში. მოქალაქე გეგა აფაქიძე „რეპორტიორთან" ამბობს, რომ მთავრობა და პარლამენტი არ უნდა ერეოდეს ამ საკითხში, რადგან ყველა ადამიანი თვითონ განსაზღვრავს რას ნიშნავს ოჯახი.
„არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები, პირველ რიგში იმიტომ, რომ ოჯახი არის პირადული და მთავრობა, პოლიტიკა და მესამე მხარე ამაში არ უნდა ერეოდეს", - განაცხადა გეგა აფაქიძემ.