ყოფილი პატიმარი ვახტანგ მაისაია „იმედის დროსთან" საუბარში ციხეში ყოფნის პერიოდს იხენებს:
„ფაქტობრივად მარტო ხარ შენს თავთან დარჩენილი და მხოლოდ სიკვდილი თუ გამოასწორებს შენს მდგომარეობას- ეს იყო ძირითადი შეგრძნება.
მიმიყვანეს კონკრეტულ ოთახთან და მითხრეს, რომ ეს იყო წამების ოთახი. კარები გააღეს და დავინახე, რომ იქ იყო ჩამოკიდებული ორი რგოლი, მითხრეს, რომ ფეხებით დამკიდებდნენ, დამტოვებდნენ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავობაში, რაც გამოივწვედა ტვინში სისხლის გაჟონვას, მე გარდავიცვლებოდი და შემდეგ ამას გააფორმებდნენ, როგორც გულის ინფაქტით გარდაცვალების ფაქტს.
სხვათა შორის, მაჩვენეს უკვე შედგენილი ოფიციალური დოკუმენტები, რომ ვახტანგ მაისაია დაიღუპა ტვინში სისხლის გაჟონვით. მითხრეს, რომ ამას უბრალოდ აკლდა სამედიცინო ექსპერტის ხელმოწერა."- იხსენებს მაისაია.
ვახტანგ მაისაია ჯაშუშობის ბრალდებით 2009 წლის 5 მაისს დააკავეს. მაისაიამ ციხეში 3 წელი და 8 თვე გაატარა.