,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს და აღუდგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას. რაჭაში, ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო -პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ამ დროისთვის, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება.