„ვეტერანებთან მე არა მარტო განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, არამედ ეს გამყვება ცხოვრების ბოლომდე. დღემდე ვთვლი, რომ ვეტერანები ეს არის ის შემადგენელი, რომელმაც თითოეულ ჩვენგან მისცა, შეუნარჩუნა დამოუკიდებელი ქვეყნის შეგრძნება."- განაცხადა „ქართული ოცნების" მაჟორიატი დეპუტატობის კანდისატმა კობა კობალაძემ გადაცემა „ღამის კონტაქტში" საუბრისას.
„ეს არის კატეგორია ღირსეული კაცებისა, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნის სიძლიერისთვის და მთლიანობისთვის. რა თქმა უნდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი ჩვენი ფუნქცია იქნება ვეტერანების და სამხედროების სოციალური მდგომარეობის და ასევე კონკრეტული პირობების გაუმჯობესება."- განაცხადა კობალაძემ.