logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: არ ვგეგმავ გადადგომას!
- +

11 მარტი. 2016. 11:42


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა ამბობს, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. განცხადება პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:


„ნამდვილად არ ვგეგმავ გადადგომას. დღეს უნივერსიტეტში არის საკმაოდ რთული ვითარება. კანცლერი არ არის. ახლა რექტორის გადადგომა, წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს? ესე იგი, დარჩება უნივერსიტეტი საერთო მმართველის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან რთული ჩანაწერია „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი. მთელმა უნივერსიტეტმა რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელოს, ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება.


როგორც რექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, არ განვიხილავ რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას. მაგრამ ამავდროულად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა, პროცესი როგორც მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, მიმართულია იქითკენ, რომ რექტორი აიძულონ, გადადგეს, ხოლო თუ რექტორი აიძულეს და მაინც გადადგა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაშინ უნივერსიტეტი ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩემი აზრით, მთავარი არ არის გაფრინდაშვილი. აქ უკვე მთავარია დარტყმა რექტორზე", - განაცხადა ლადო პაპავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner