logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის საკითხებზე ლატვიაში შეხვედრები გამართა
- +

15 სექტემბერი. 2023. 10:37

 

 

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქ.რიგის მერიაში შეხვედრები გამართა.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრის მოადგილეს, ილზე სალენიეცეს, ახალგაზრდების საერთაშორისო პროგრამების სააგენტოს დირექტორს, ლიგა ლეინასა და ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ სამინისტროს სხვა თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ლატვიასა და საქართველოში ახალგაზრდობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეები სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

ქ.რიგის მერიაში გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა მერის მოადგილესთან, ლინდა ოზოლასა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე თანამდებობის პირებთან. ლატვიელმა კოლეგებმა წარადგინეს პრეზენტაცია ადგილობრივ დონეზე როგორ ხდება ახალგაზრდობის ხელშეწყობა, რა პროგრამების დაფინანსება და განხორციელება მიმდინარეობს, აგრეთვე რა გამოწვევების წინაშე დგანან. გივი მიქანაძემ მასპინძლებს საქართველოში, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდებთან მიმდინარე საქმიანობის თაობაზე გაუზიარა ინფორმაცია.

 

საქართველოს დელეგაციაში გივი მიქანაძესთან ერთად არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში ირაკლი ყურაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner