logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

15 სექტემბერი. 2023. 17:24

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს ანნ მონტავონის და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს კავკასიაში ანიეს ქოთუსის შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრეს.

 

„წითელ ჯვართან ერთად  განვიხილეთ და შევაჯამეთ 90-იან წლებში, ომის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ნეშტების გადმოსვენების საკითხებზე თანამშრომლობა. უნდა ითქვას, რომ ერთობლივი მუშაობით გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ და ბევრმა ოჯახმა მცირედი შვება იმითაც იგრძნო, რომ ოჯახის წევრის ნეშტი დაიბრუნეს და მიწას მიაბარეს. ვისაუბრეთ ასევე მომავალშიც ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებისა და წითელი ჯვრის თანამშრომლობის საკითხებზე. ისინი ასევე კონტაქტზე არიან და თანამშრომლობენ აფხაზეთის  და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებთან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner