საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა - დავითმა უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა, ალავერდობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერმა ტაძარი მოილოცა, სადაც ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული.
მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა აღდგენილი მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - ლერი ბარნაბიშვილი; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.