ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული „რეპორტიორთან" საუბრისას „რთველი 2016"- ის მიმდინარე პროცესებს აფასებს.
„წელს, ვფიქრობ, კარგად ორგანიზებულია რთველის პროცესი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, თავისი ახალი მიდგომებით აღრიცხული აქვს თითეული კილოგრამი ყურძენი. უშუალოდ ყურძნის რეალიზაციას რაც შეეხება, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, ვინაიდან როგორც ქარხნებს, ასევე კერძო კომპანიებსაც აქვთ ყურძენზე მოთხოვნა და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც იბარებენ ყურძენს. ზოგადად სიტუაცია რთველთან დაკავშირებით გამოსწორებულია, რადგან საექსპორტო ბაზარი უკვე საკმაოდ ვითარდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში. ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება რეალიზება ამ ქვეყნებში და ვფიქრობ, თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებთ, უახლოეს 2-3 წელიწადში შეიძლება სახელმწიფოს აღარც კი დასჭირდეს სუბსიდირება, ისე გაიზარდოს მოთხოვნა ქართულ ყურძენზე", - განაცხადა გელა სამხარაულმა.