ავტორი თამუნა ნათაძე
ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას „რთველი 2016"-ის მიმდინარეობა შეაფასა.
„რთველი ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულა, თუმცა, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში კრეფა უკვე ფაქტობრივად ბოლოშია გასული. გურჯაანში, ყვარელში, თელავში ალბათ, მომავალი კვირიდან დაიწყება. ყურძენზე საღვინე მიმართულებით მოთხოვნილება გაზრდილია. ანუ ღვინის კომპანიები ყურძენს დიდი რაოდენობით ჩაიბარებენ. სუბსიდირების შარშანდელი სისტემა შენარჩუნდა. ყურძნის ჩაბარების მომენტიდან 15 დღის ვადაში, ჩამბარებელს პირადობის მოწმობით შეუძლია მიიღოს კუთვნილი თანხა. რაც შეეხება თვითონ ყურძნის ღირებულებას, ამაზე უკვე თვითონ ყურძნის გამყიდველი და მყიდველი მოილაპარაკებენ", - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.