logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: ყველა არგუმენტი, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს, ცალსახად და არგუმენტირებულად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია
- +

5 ოქტომბერი. 2023. 18:16

 

 

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რაოდენსსწორი, მყისიერი და დროული გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, რამეთუ ყველა არგუმენტი, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს, ცალსახად და არგუმენტირებულად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

საზოგადოება მესამე დღეა პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებს იმ პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში, ქალაქ ბათუმში იმართება. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თუ რაოდენ სწორი, მყისიერი და დროული გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით რამეთუ, ყველა არგუმენტი, რაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს, ცალსახად და არგუმენტირებულად მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. მაშინ, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ აბსოლუტურად გაცდნენ კონსტიტუციის ნორმებს და სხვა მიმართულებით წაიყვანონ პროცესი. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი სტრატეგიაა იმისთვის, რომ საზოგადოება დააბნიონ და არასწორი აღქმები გაუჩინონ, მაგრამ სწორედ მმართველი გუნდის უშუალო განხილვაში მონაწილეობით და არგუმენტების წარმოდგენით ცალსახად ვლინდება თუ რასთან გვაქვს საქმე. ცხადზე-ცხადია, რომ იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. იკვეთება ის, რომ ეს იყო არა პოლიტიკური მიდგომა საკითხის მიმართ, არამედ პასუხისმგებლობიანი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა მიზანმიმართულად დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. შეუძლებელი იყო ამაზე რეაგირება არ მოგვეხდინა, ამ სამ დროში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესის სახით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რამდენად სწორი და დროული იყო ეს გადაწყვეტილება. ოპონენტების, განსაკუთრებით რადიკალების მხრიდან იმის განცხადება, რომ ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდა ცნობილი, რომ რეალურად ეს არის სამართლებრივ ჭრილში კანონის უზენაესობის პატივისცემის კონტექსტში მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner