"მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელსაც მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ.მან გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გრანადაში განუცხადა.
„მისი მხრიდან იყო მოწოდება, რომ ეს რეფორმები გაგრძელდეს. მე მას ვუთხარი, რომ მთელი გუნდი სრულად მობილიზებულია და თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა. ასევე ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების დიდი ნაწუილი უკვე შესრულებულია. ასევე, ვთქვი, რომ ერთ-ერთი ფქტორი, რის გამოც პოლარიზაციაა გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსი და ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად დააგდებს პოლარიზაციის ხარისხის. ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია გადასულია საბოტაჟის რეჟიმში, რადგან მათ არაფერი აქვთ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ სათქმელი - ერთადერთი, რის გამოც ისინი მანიპულირებენ, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების შესრულებულია. მინდა მადლიერება გამოვხატო ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.