logo_geo
eng_logo
პრემიერი: ევროპელი ლიდერებისგან მივიღე დასტური, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერენ
- +

5 ოქტომბერი. 2023. 19:27

"მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია მივაწოდე და მათგან მივიღე დასტური, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

„ევროპელ ლიდერებს ასევე ვუთხარი, რომ თუ ქვეყანა სტატუს არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და დაუმსახურებელი, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ. ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი თუნდაც იგივე რუსეთისთვის და ზოგადად რეგიონისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner