logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი იმპიჩმენტის წესში ცვლილებაზე: როგორც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, ფარული კენჭისყრით მოხდეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, სხვა დანარჩენი კენჭისყრები იყოს ღია
- +

9 ოქტომბერი. 2023. 16:53

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებას, რომელიც პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრას ითვალისწინებს, დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.

 

„დაჩქარებული წესით არ ხდება მისი განხილვა. მისი მიღება მოხდება კარგა ხნის შემდეგ, როდესაც გადაწყდება იმპიჩმენტის საკითხი - ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, ეს დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტში გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პროცედურების დასახვეწად.

 

ინიცირების იდეა არის შემდეგი - ის, რაც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, როგორც ფარული კენჭისყრა, მხოლოდ მასზე იყოს ფარული კენჭისყრა და ეს არის ერთადერთი კენჭისყრა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი კენჭისყრები იყოს ღია, რათა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner