logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ, რადგან მათი მიზნები ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს უპირდაპირდება
- +

13 ოქტომბერი. 2023. 14:04

 

 

ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიცირებულ არც ერთ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციას, რადგან მათ აქვთ განსხვავებული მიზნები, რაც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ უპირისპირდება“, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურის და მიხეილ დაუშვილის მოთხოვნას ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღების შესახებ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მსგავს საკითხზებზე მთავრობამ თავისი პოზიცია ოფიციალურად გამოხატა.

 

ეს არც წარსულში გაგვიკეთებია და არც მომავალში დავუჭერთ მხარს. მნიშვნელობა არ აქვს, მასში რა წერია. მათ არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ. მთავრობამ თავისი პოზიცია უკვე ოფიციალურად გამოხატა. ოპოზიცია რასაც ცდილობს, ამაზე მეტია? 11 წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობას ვინარჩუნებთ. ერთადერთი ხელისუფლება ვართ, ვის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგები, ამიტომ გვაცადეთ. ბორდერიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობაა - გვაცადეთ, სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება, ამ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner