logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ისეთ ანომალიასთან გვაქვს საქმე, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან თანხების მიმღები პირი ქმნის ამ ე.წ. საიტს
- +

13 ოქტომბერი. 2023. 15:37

 

 

„ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის ახალი პლატფორმის შექმნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანომალიაა, როდესაც რუსეთის ბიუჯეტიდან თანხების მიმღები პირი ქმნის ასეთ საიტს.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ერთი-ერთში სრულდება.

 

ისეთ ანომალიასთან გვაქვს საქმე, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან თანხების მიმღები პირი ქმნის ამ ე.წ. საიტს. ისე სათაურში შეიძლება დავეხმარო და დაარქვან „მიყვარს რუბლი ჯი“ ან „ჩავიხდი შარვალს ჯი“ და ორივე მოხვდება იქ პირველად ამის გარანტიას ვაძლევ. მთავარი აქ ისაა, რომ ჩვენ ვიცით უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და სამწუხაროდ, ერთი-ერთში სრულდება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პროცესებს აფინანსებს USAID და სხვა არასამთავრობო სექტორი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner