logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება
- +

16 ოქტომბერი. 2023. 09:09

 

 

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. თუ მოსამართლეები დაადგენენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის უზენაესი კანონი დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველი გუნდის მოლოდინით, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი იტყვის, რომ უზენაეს კანონზე მაღლა ვერავინ დადგება.

 

მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

 

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner