logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: დიახ, NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და დიახ, ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ვიყოთ ამ კოლექტიური ქოლგის ქვეშ
- +

17 ოქტომბერი. 2023. 14:27

 

 

დიახ,  NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და დიახ, ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ვიყოთ ამ კოლექტიური ქოლგის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვართ და ეს ართულებს ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს კარგად ესმის, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ქოლგა.

 

ეს კარგად ვიცით და კარგად გვესმის, მაგრამ არ გვაქვს. ზუსტად ამ ორგანიზაციების დაცვის  არარსებობის პირობებში გვიწევს მოქმედება და ეს არის გარანტია ჩვენი სახელმწიფოსი, რომ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებას და  შევძლებთ იმას, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ამ ორგანიზაციებში წევრობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner