logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციის ასეთი სისტემური იგნორირება უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც მიზანმიმართული ქმედება იმისათვის, რომ საზოგადოებაში განუკითხაობის აღქმა გაჩენილიყო
- +

17 ოქტომბერი. 2023. 18:38

 

 

კონსტიტუციის ასეთი სისტემური იგნორირება უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც მიზანმიმართული ქმედება იმისათვის, რომ საზოგადოებაში განუკითხაობის აღქმა გაჩენილიყო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სამართლებრივ ნაწილში აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

 

რა თქმა უნდა, ეს თემა მოიტანს გარკვეულ დაძაბულობას, უსიამოვნებო ვითარებას, მაგრამ არის ერთი მთავარი თემა, საქართველოს ხვალინდელი დღე, მისი ევროპული მომავალი, რასაც არათუ ხელს უწყობს, პრინციპულად წინააღმდეგობაში მოდის ის, რაც პრეზიდენტმა აკეთა. აქედან უნდა გამოვიდეთ. განუკითხაობის აღქმა უნდა მოხდეს საზოგადოებაში და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამისკენ იყო მისი ყველა ნაბიჯი მიმართული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner