logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე მელიაზე: უთავმოყვარეო კაცია. ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან და მაინც ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“
- +

18 ოქტომბერი. 2023. 17:55

 

 

ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „უთავმოყვარეო“ უწოდა.

 

„უთავმოყვარეო კაცია. ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან და მაინც ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და მერე ისევ იმ პარტიაში დარჩები, რა თავმოყვარეობაზე არის საუბარი? არასერიოზული კაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner